აჭარის არქეოლოგიური ძეგლები

შოთა მამულაძე

შოთა მამულაძე         (09/05/1952- 10/01/2024) – ქართველი არქეოლოგი, ბსუ პროფესორი ემერიტუსი, ტბელ აბუსერისძის სახელობის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი.  მუშაობდა ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიის განყოფილებაში მეცნიერ-მუშაკად. იყო გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი.  

მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა სამეცნიერო ექსპედიციებს. 1978-1995წწ. აჭარისწყლის ხეობის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელია; 2005 წლიდან – გონიო-აფსაროსის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი; იყო გონიო-აფსაროსის ქართულ გერმანული, ქართულ-იტალიური და 2014 წლიდან კი ქართულ-პოლონური ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციების  ხელმძღვანელი.

გამოქვეყნებული აქვს 180-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 15 მონოგრაფია; არის სხვადასხვა გამოცემების რედაქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – „აჭარისწყლის ხეობა განვითარებულ შუასაუკუნეებში (არქეოლოგიური მასალებისა და წერილობითი წყაროების მიხედვით)“, დაიცვა 1991 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – „აჭარისწყლის ხეობა უძველესი დროიდან გვიანშუასაუკუნეებამდე (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა)“ – 2002 წელს.