რუსუდან მეფისაშვილი
რუსუდან მეფისაშვილი (04/09/1913-30/01/2002), ხელოვნების ისტორიკოსი, არქიტექტურის დოქტორი (1971 წ.).
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982). 1941 წლიდან მუშაობდა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში, ითვლება ამ ინსტიტუტის დამფუძნებლად. რუსუდან მეფისაშვილი მჭიდროდ იყო დაკავშირებული კულტურის ძეგლთა დაცვა-რესტავრაციის დარგში წარმოებულ საქმიანობასთან. 1980-იან წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს ძეგლთა ინსპექციის განყოფილებას. მისი გამოკვვლევები ძირითადად მიძღვნილია შუა საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრებისადმი. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, ნაშრომები ცალკეული ისტორიული პროვინციების ხუროთმოძღვრებისა და ზოგადად ქართული ხელოვნების შესახებ.