ნანა ხახუტაიშვილი
ნანა ხახუტაიშვილი (1957 წ.) – ქართველი არქეოლოგი, ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი (1987 წ.)
1988 წლიდან ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, 1998 წლიდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სამეცნიერო ინტერესების სფერო: საქართველოს ისტორია; სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის საკითხები ადრერკინის ხანაში; უძველესი რკინის მეტალურგიის საკითხები; საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია. გამოქვეყნებული აქვს სტატიები, მონოგრაფიები, მონაწილეობდა სამეცნიერო პროექტებში.