აჭარის არქეოლოგიური ძეგლები

ნანა ქორიძე

ნანა ქორიძე (20.07.1954.), ისტორიკოსი. მუშაობს  ხარიტონ ახვლედიანის  სახელობის აჭარის  მუზეუმში (სსიპ აჭარის მუზეუმი).  სხვადასხვა წლებში მუშაობდა მეცნიერ მუშაკად, განყოფილების გამგედ, ფონდების მთავარ მცველად, სიძველეთა ექსპერტად. მონაწილეობდა ქობულეთისა და მთიანი აჭარის ექსპედიციებში. გამოქვეყნებული  აქვს  სამეცნიერო  სტატიები  მუზეუმების  ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ჟურნალ „მუზეუმის მაცნე“-სა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომების კრებულში: „მაგნეტიტური ქვიშრობები-ძველი მეტალურგიული წარმოების ნედლეული აჭარაში და კოლხეთის რკინის მეტალურგიის  სათავეებთან“, „ცხვრის კულტის ამსახველი ნივთიერი ძეგლები აჭარის მუზეუმიდან“, „მუზეუმის ითიფალური ქანდაკებები“, „კავკასიური მხატვრული ბრინჯაო“, „ყოროლისთავის ციხის ისტორია“ და სხვ.