აჭარის არქეოლოგიური ძეგლები

ლევან ხიმშიაშვილი

ლევან (ლეო) ხიმშიაშვილი (23.11.1920-21.06.1978), არქიტექტორ-რესტავრატორი, არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი (1971 წ)

სტუდენტობისას მონაწილეობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციებში, არქიტექტურული ძეგლების აზომვით სამუშაოებში. 1951-1967 წლებში მუშაობდა სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნოში ჯერ უფროს არქიტექტორად, შემდეგ დირექტორად. 1954 წელს დაიწყო მუშაობა სამხატვრო აკადემიაში; 1969 წელს ლევან ხიმშიაშვილმა ვახტანგ ცინცაძესთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე დააარსა რესტავრაციის კათედრა, რომელსაც თვითონ უძღვებოდა. 1969 წლიდან გარდაცვალებამდე იყო არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი. ლევან ხიმშიაშვილს ძეგლთა დაცვის დარგის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება (1961).