აჭარის არქეოლოგიური ძეგლები

ლამარა ნებიერიძე 

ლამარა ნებიერიძე (2.12.1931-08.11.2023), ისტორიკოსი, არქეოლოგი, ალპინისტი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1967 წ.).

საქართველოს პრეისტორიის მკვლევარი. იგი იკვლევდა საქართველოსა და კავკასიის ნეოლითისა და ენეოლითის (ქალკოლითის) ეპოქებს. მან პირველმა გამოყო საქართველოს ნეოლითური კულტურა. ლამარა ნებიერიძე გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელსაც მიენიჭა დოქტორის ხარისხი არქეოლოგიის დარგში.