ვლადიმერ ოთარაშვილი
ვლადიმერ ოთარაშვილი (16/10/1952), არქიტექტორი, რესტავრატორი.
მუშაობდა საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს „ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის რესტავრაციის ცენტრში“. მონაწილეობდა თბილისში გამართულ არქიტექტორთა პირველ საერთაშორისო ბიენალეზე (1988). მისი ძირითადი ნამუშევრებია: „ბეთლემის“ ზედა ეკლესია (კვლევა), წრომის ტაძარი (რესტავრაცია), მრავალძალის „წმ. გიორგის“ ეკლესია (აღდგენა-რესტავრაცია), ხობის არქიტექტურული კომპლექსი, ცაიშის პალატა, ჯუმათის არქიტექტურული კომპლექსი, ხოტევის „მაცხოვრის სახელობის ეკლესია“, სხალთის არქიტექტურული კომპლექსი, მარტვილის ტაძარი, ჩიქოვანების მცირე ეკლესია და სხვა.