აჭარის არქეოლოგიური ძეგლები

დომენტი ქორიძე

დომენტი ქორიძე (1910-1971) – ქართველი არქეოლოგი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1955 წ). იყო აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელი 1946-1970 წწ; მონაწილეობდა მცხეთა-სამთავროს (1939-1940 წწ., 1946-1948 წწ., 1950 წ.), ურბნისის არქეოლოგიურ ექსპედიციებში (1956-1957 წწ.), ხელმძღვანელობდა ღრმაღელის, ნავთლუღისა (1950-1951 წწ.) და ნოსირის (1967-1970 წწ.) არქეოლოგიურ გათხრებს; მუშაობდა საქართველოს ბრინჯაოს ხანის მეტალურგიის საკითხებზე: იკვლევდა თბილისის არქეოლოგიურ ძეგლებს; არის 12 სამეცნიერო ნაშრომისა და 2 მონოგრაფიის ავტორი.