გურამ ჭეიშვილი
გურამ ჭეიშვილი (1929-2019 წწ), არქიტექტორ-რესტავრატორი, მხატვარ-რესტავრატორი, რესტავრაციის სფეროში უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოს – პრემია ნოსტრას მფლობელი.
წლების განმავლობაში მუშაობდა სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნოში არქიტექტორ-რესტავრატორად (1954-1966), 1966 წლიდან – მხატვარ- რესტავრატორად. სხალთის ფრესკების გარდა მის მიერ გამოვლენილი და გადარჩენილია შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის მრავალი ნიმუში: ალავერდის წმინდა გიორგის ტაძრის ფრესკები, ტიმოთესუბნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ფრესკები, ზემო სვანეთის ეკლესიების – სვიფის წმინდა გიორგის, ლაშთხვერის მთავარანგელოზის, ადიშის წმინდა გიორგის და მაცხოვრის, უშგულის ლამარიას – ფრესკები.