გურამ ჩხატარაშვილი
გურამ ჩხატარაშვილი (13.10.1987), ისტორიკოსი, არქეოლოგი, არქეოლოგიის დოქტორი (2017 წ,).
2011-2025 წწ მუშაობდა ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში (ამჟამად სსიპ აჭარის მუზეუმი – ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი) მეცნიერ-თანამშრომლად. 2023 წ. სექტემბრიდან არის ბათუმის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
2010 წლიდან ჩართულია არქეოლოგიურ ექსპედიციებში. 2018 წ. დააარსა ქართულ-უკრაინული არქეოლოგიური ექსპეცდიცია, რომელიც იკვლევს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (აჭარა-გურია) პრეისტორიულ ძეგლებს.
2017 წ. დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი. მისი კვლევის სფეროა გვიანპლეისტოცენ-ადრეჰოლოცენის ხანის დასავლეთ ამიერკავკასიის ადამიანთა განსახლება და მათი ცხოვრების შესწავლა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.