გურამ გრიგოლია
გურამ გრიგოლია (13.03.1932-25.06.2020), ქართველი არქეოლოგი, ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1992 წ.). 1956-1977 წწ. მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში; 1977-1982წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიურო კვლევის ცენტრში; 1984 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; მისი გამოკვლევები ძირითადად ეძღვნება პირველყოფილი საზოგადოების ისტორიისა და ანტიკური ხანის საისტორიო გეოგრაფიულ პრობლემებს; სადაზვერვო მუშაობის შედეგად გამოავლინა მრავალი სხვადასხვა ხასიათისა და პერიოდის არქეოლოგიური ძეგლი; მისი მონაწილეობით გაითხარა – ბრილის სამაროვანი (1952-1953 წწ.), ხოვლეგორა (1955-1957 წწ.), წოფის (1957-1958 წწ.), წონისა და ჯრუჭულის (1958-1963 წწ.), ქვაჭარისა და სვანთა სავანის (1958-1965 წწ.) მღვიმეები; ენგურის ხეობის ძეგლები (1963-1971 წწ.); ხორშის ნეოლითური ნამოსახლარი (1966-1981 წწ.). 2015-2017წწ. სამეცნიერო კონსულტაციას უწევდა საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურ ექსპედიციას. მის სამშვილდის ნაქალაქარზე ცალკე იქნა გამოყოფილი წოფი-სიონის კულტურულ წრეში შემავალი არქეოლოგიური მასალის ჯგუფი და, შესაბამისად, სამშვილდის ნაქალაქარზე კიდევ ერთი არქეოლოგიური კულტურის არსებობა დადასტურდა. მრავალი პუბლიკაციისა და მონოგრაფიის ავტორი.