აჭარის არქეოლოგიური ძეგლები

გიორგი დუმბაძე

გიორგი დუმბაძე (21.08.1986), მხატვარი ფერმწერი, მუშაობდა ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში მხატვრის, ფოტოგრაფის პოზიციაზე. 2006 წლიდან მუშაობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, შოთა მამულაძის სახელობის კვლევით ცენტრში მხატვარი-არქიტექტორის, ფოტოგრაფის პოზიციაზე. მონაწილეობდა ქობულეთის ფიჭვნარის არქეოლოგიურ ექსპედიციაში (მხატვარი-არქიტექტორი, ფოტოგრაფი), ჭანეთის ექსპედიციაში (ძეგლების ფოტოფიქსაცია, GPS კორდინატების აღება და ელექტრონულ რუკაზე დაფიქსირება), გონიო აფსაროსის არქიტექტურ არქეოლოგიური კომპლექსის არქეოლოგიურ ექსპედიციაში (ჩახატვა, ჩახაზვა, ფოტო-ფიქსაცია).