აჭარის არქეოლოგიური ძეგლები

გიორგი ბიბილეიშვილი

გიორგი ბიბილეიშვილი (1924-1983 წწ), ფოტოგრაფი, ფოტოკორესპონდენტი

1950-1964 წწ მუშაობდა გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ რედაქციაში კორექტორად, 1964-1971 წწ გაზეთ „ოქტომბრის გზით“ რედაქციაში ფოტოკორესპონდენტად. 1971-1983 წწ მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ბათუმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ფოტო-ლაბორატორიის გამგედ. მონაწილეობდა არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ექსპეციციებში. მისი მონაწილეობით გამოიცა არაერთი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული კრებული.