ანა გოგელია
(30.05.1906-27.08.1997), ერთ-ერთი პირველი არქიტექტორ-რესტავრატორი ქალი. მუშაობდა არქიტექტურული ძეგლების აღრიცხვა-ფიქსაციასა და შესწავლაზე (აჭარა, ახალციხე, ზესტაფონი, ჭიათურა და სხვა). 1951 წლიდან მუშაობდა სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოში არქიტექტორ-რესტავრატორად. მონაწილეობდა გორის ციხის (რ. გვერდწითელტან ერთად), თუშმალიშვილების კოშკის (ხაშური), ალავერდის კომპლექსის გალავნის (გ. ჭეიშვილთან და გ. ჯაფარიძესთან ერთად) შესწავლასა და კონსერვაცია-აღდგენითი პროექტების შედგენაში.