Ajara Archaeological Sites

ნინო ხოშტარია

ნინო ხოშტარია (1901-1969 წწ), ეკონომისტი, ეკონომიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1926 წ), არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1941 წ. „დაბლაგომის ძველი მოსახლობა“)

პირველი არქეოლოგი ქალი, ქართული არქეოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ანტიკური ხანისა და უფრო ადრეული კოლხეთის მატერიალური კულტურის შესწავლაში. მისი კვლევის ძირითადი საგანს ვანის ნაქალაქარი წარმოადგენდა, იყო ვანის ექსპედიციის პირველი ხელმძღვანელი. 1953, 1956 წწ არქეოლოგიური ექსპედიცია ნინო ხოშტარიას ხელმძღვანელობით შეისწავლიდა ქობულეთ-ფიჭვნარის ანტიკური ხანის სამოსახლოს, რომელიც მას ქალაქური ტიპის დასახლებად მიაჩნდა, რომელსაც სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირები ჰქონდა ანტიკურ ქვეყნებთან.