ანზორ ჯაველიძე
ანზორ ჯაველიძე (19/03/1935), ისტორიკოსი, მხატვარი-არქიტექტორი. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა (ამჟამად ბსუ ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტი) და ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში (ამჟამად სსიპ აჭარის მუზეუმის ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი) ფოტო-ლაბორატორიის გამგედ, მხატვარ-არქიტექტორად. სხვადასხვა წლებში მონაწილეობდა ფიჭვნარის, გონიო-აფსაროსის, მახოს, ბათუმისციხის, მურვანეთის, კაპნისთავის, მახვილაურის და სხვა არქეოლოგიურ ექსპედიციებში, შესაბამისად, მის მიერაა შესრულებული მუზეუმის სხვადასხვა გამოცემებსა (შრომები, ფიჭვნარის კრებული) და არქეოლოგთა რამდენიმე თაობის მეცნიერთა სტატიებში მოცემული საილუსტრაციო მასალა, საველე სამუშაოებისა და არქეოლოგიური მონაპოვრების გრაფიკული ჩანახატები. გამოქვექნებული აქვს სამეცნიერო სტატიები.