ხარიტონ ახვლედიანი
ხარიტონ ახვლედიანი (25.08.1904-14.12.1992), ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1961 წ).
1939–1987 წწ. იყო აჭარის სახელმწიფო მუზეუმის (ამჟამად სსიპ აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი) დირექტორი. იკვლევდა სამხრეთ საქართველოს ისტორიის, სოციალურ–პოლიტიკური და კულტურის ისტორიის საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით ორგანიზებული სამეცნიერო ექსპედიციების შედეგად გამოვლინდა, აღირიცხა და მუზეუმების ფონდებს ჩაბარდა ექსპონატები, დოკუმენტები, ხელნაწერი წიგნები. მისი რედაქტორობით გამოიცა აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შრომათა კრებულები. 2005 წელს აჭარის სახელმწიფო მუზეუმს მიენიჭა ხარიტონ ახვლედიანის სახელი.