აჭარის არქეოლოგიური ძეგლები

ნუგზარ მგელაძე

ნუგზარ მგელაძე (29.04.1958), ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (“სისხლის ნათესაობის სისტემა აჭარაში (ისტორიულ–ეთნოგრაფიული გამოკვლევა)“, 1986 წ.) ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი („სოციალური ორგანიზაციის ფორმები და ნათესაობის ტერმინთა სისტემა ქართველი ხალხის ტრადიციულ კულტურაში (ეთნოკულტურული ასპექტები, ისტორიული და ლოკალურ-რეგიონული სპეციფიკა)“, 1992 წ.).

 1979 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს მეცნიერებთა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა ლაბორანტის, მეცნიერ-თანამშრომლის, სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების გამგის პოზიციაზე; 2005-2006 წწ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2009 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი.