აჭარის არქეოლოგიური ძეგლები

ნინელი ვაშაკიძე

ნინელი ვაშაკიძე (1935-2022), ისტორიკოსი, არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1975 წ)

1961-62 წწ იყო მცხეთისა და „მთაქართლის“ არქეოლოგიური ექსპედიციების ლაბორანტი. 1962-2011 წწ მუშობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგია-ეთნოგრაფიის განყოფილებაში ლაბორანტად, მეცნიერ-თანამშრომლად. 2011-2021 წწ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1963 წლიდან სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ექსპედიციის წევრია (ფიჭვნარი, ბუკისციხე, ციხისძირი, ზემო ფარცხმა, გოგორეთი, ურეკი, ქვენობანი). 1975 წელს დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „სუფსა-ნატანების აუზის ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები“.