ლილი ჩხაიძე
ლილი ჩხაიძე (1933-2018), ისტორიკოსი, არქეოლოგი. აჭარის პირველი არქეოლოგი ქალი.
1960-61 წწ მიიღო მონაწილეობა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტისა და ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აჭარის გაერთიანებული არქეოლოგიუეი ექსპედიციის მუშაობაში ქობულეთში (რკინის სადნობი ქურა-სახელოსნოების გათხრა-შესწავლა). 1961-1989 წწ მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ეთნოგრაფია არქეოლოგიის განყოფილებაში ლაბორანტად, მეცნიერ-თანამშრომლად. მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებში, გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი (მინის სანელსაცხებლები ფიჭვნარიდან, ციხისძირიდან, გონიოდან, ვაშნარიდან). სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში არქივის გამგედ.