აჭარის არქეოლოგიური ძეგლები

კახაბერ ქამადაძე

კახაბერ ქამადაძე (10.07.1987), არქეოლოგი, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი (2017 წ.).

2011 წლიდან მუშაობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 2021 წლიდან პარალელურად არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი. 2018 წელს მუშაობდა სსიპ აჭარის მუზეუმის ამირან კახიძის სახელობის ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ლაბორანტად, ხოლო 2024-2025 წლებში ქ. ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის N 6 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლად.

2017 წელს დაიცვა  დისერტაცია არქეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე – სამხრეთ-დასავლეთ საქართველო (აჭარა) გვიან-შუასაუკუნეებში (წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური მასალების მიხედვით).

არქეოლოგიურ ექსპედიციებში მონაწილეობს 2006 წლიდან. არის სამეცნიერო ჟურნალის,  „გონიო-აფსაროსი“, სარედაქციო საბჭოს წევრი.

არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, 4 მონოგრაფიის და ერთი გზამკლევის თანაავტორი და ერთი მონოგრაფიის ავტორი.