იზოლდა სამსონია
იზოლდა სამსონია (1938-2004 წწ), ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, ისტორის მეცნიერებათა კანდიდატი (1974 წ).
1964-2004 წწ მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის ეთნოგრაფია-არქეოლოგიის განყოფილებაში ლაბორანტად, შემდეგ მეცნიერ-თანამშრონლად. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1974 წელს, თემა: „აჭარელი ქალის ტანსაცმელი“. მონაწილეობდა ეთნოგრაფიულ და არქეოლოგიურ ექსპედიციებში, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, მონოგრაფიის ავტორი: იკვლევდა ხალხური კულინარიის, ბავშვთა აღზრდის, მოსახლეობის ყოფისა და კულტურის საკითხებს.