დავით მინდორაშვილი
დავით მინდორაშვილი (01. 03. 1957), ისტორიკოსი, არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2001 წ.)
1978-1988 წლებში მუშაობდა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ქართული ხელოვნების განყოფილებაში (ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1988 წლიდან მუშაობა განაგრძო არქეოლოგიურ კვლევის ცენტრში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის, შუა საუკუნეთა ხანის არქეოლოგიის განყოფილების გამგის პოზიციაზე. 2007 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრში (მთავრი მეცნიერ თანამშრომელი).
1990 წელს დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თემაზე – უფლისციხე შუა საუკუნეებში (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა). 2001 წელს დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თემაზე – ხევი შუა საუკუნეებში (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა).
არქეოლოგიურ ექსპედიციებში მონაწილეობს 1978 წლიდან.
არის სამეცნიერო ჟურნალების: „იბერია-კოლხეთი“, „გონიო-აფსაროსი“, „ქრონოსი“ – სარედაქციო საბჭოს წევრი.
არის ავტორი 140-ზე მეტი სტატიისა და მონოგრაფიების ავტორი.