გივი ნახუცრიშვილი
გივი ნახუცრიშვილი (02.03.1950), ფოტოგრაფი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მხატვრული ფოტოგრაფია).
2004-2011 წწ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმისა (ამჟამად აჭარის მუზეუმი – ამირან კახიძის სახელობის აჭარია არქეოლოგიური მუზეუმი) და გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის ფოტო-დოკუმენტალისტი. მონაწილეობდა არქეოლოგიურ კამპანიებში, ახდენდა საკვლევი ტერიტორიისა და აღმოჩენილი არტეფაქტების ფოტო-ფიქსაციას. 2004-2011 წწ ფოტო-ვიდეო სტუდიის ხელმძღვანელი იყო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2012 წლიდან დღემდე ბსუ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის სპეციალისტი.