აჭარის არქეოლოგიური ძეგლები

ალექსანდრე რამიშვილი

ალექსანდრე (ბიჭიკო) რამიშვილი (1930-2008) – ქართველი არქეოლოგი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის კვლევის ცენტრში მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. მისი ნაშრომები ძირითადად უკავშირდება შიდა ქართლის რეგიონის სისტემურ შესწავლას. მისი საქმიანობა ფუნდამენტურია რეგიონის ადრე ბრინჯაოს ხანის კულტურების კვლევისთვის. იყო ხაშურის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, 1984-1992 წწ იკვლევდა ნაცარგორას მრავალფენიან ნამოსახლარსა და სამაროვანს. გამოიკვლია და გამოაქვეყნა საქართველოსა და რუსეთის მუზეუმებში დაცული სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში აღმოჩენილი კოლხური კულტურის ძეგლები („კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან (სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბრინჯაოს ნაწარმი“, გამომც. „საბჭოთა აჭარა“, 1974).