ძეგლის სახეობა – მონეტა
შექმნის თარიღი ან პერიოდი – მე-14 საუკუნე
შექმნის ადგილი – ილხანთა სახელმწიფო
ადგილმდებარეობა – დაცულიასსიპ აჭარის მუზეუმის ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიურ მუზეუმში
აღმოჩენის გარემოება – აღმოჩნდა ყინჩაურში (სხალთა), 1982 წელს არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობის დროს
პარამეტრები: წონა – 1,41 გრ., ზომა (დიამეტრი) – 22 მმ.
აღწერა – სულეიმანი (1339-1343წ), ილხანთა სულთანი. ორი დირჰემი. ვერცხლი.
შუბლი: ჩვეულებრივ არშიაში მოთავსებულია ფიგურული ელიფსი. შუაში, პირველ და მესამე ხაზზე არაბულად: „სულთანი, განიგრძოს მეფობა მისი” მეორე ხაზზე – უიღურულად „სულეიმანი“. ზემოთ, ელიფსსა და ჩვეულებრივ არშიას შორის ზარაფხანის სახელი.
ზურგი: ჩვეულებრივ არშიაში ჩასმულ წრეში მოთავსებულია რწმენის სუნიტური ფორმულა „არა არს ღმერთი, გარდა ალაჰისა, მუჰამადი მისი წინასწარმეტყველი“. გარშემო წრიულად 4 იმამის სახელი: „აბუბაქრი, ომარი, ოსმანი, ალი“.
ფოტო

ბიბლიოგრაფია:
ირინე ვარშალომიძე, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ნუმიზმატიკური საგანძური, ბათუმი, 2016, გვ. 71 (pdf)
შემდგენელი: ირინე ვარშალომიძე, ბსუ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ნუმიზმატი