Ajara Archaeological Sites

სერგო გოგიტიძე

სერგო გოგიტიძე (1932-2010). 1957-1962 წწ სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პედაგოგიური საქმიანობის (ჩიქუნეთის 8 წლიანი სკოლა, კირნათის სკოლა-ინტერნატი) პარალელურად 1967 წლიდან სერგო გოგიტიძე მუშაობს ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ კი – უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1984 წლიდან იგი იყო ახალმშენებლობათა მოედნებზე არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი. 1990 წლის 25 აპრილს დაინიშნა აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვის და გამოყენების სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს უფროსად.

1975 წელს ს. გოგიტიძემ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ნეოლითური კულტურა“, აგრძელებდა მუშაობას ქვის ხანის არქეოლოგიურ ძეგლებზე, სწავლობდა ქობულეთისა და მახვილაურის ქვის ხანის ნამოსახლარებს. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (მონოგრაფია, სტატია, საგაზეთო წერილი).