Ajara Archaeological Sites

ნინო ძნელაძე

ნინო ძნელაძე (09.07.1968), ფილოლოგი, არქეოლოგი, ისტორიის აკადემიური დოქტორი (2009).

ნინო ძნელაძე 1996 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავე პერიოდიდან მუშაობს ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში (ამჟამად სსიპ აჭარის მუზეუმის ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი) უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. დისერტაცია დაიცვა თემაზე: „მითოლოგიური სახეები და სიუჟეტები ანტიკური ხანის კოროპლასტიკაში, ეპიგრაფიკასა და ვაზათმხატვრობაში (ფიჭვნარისა და ციხისძირის არქეოლოგიური მასალის მიხედვით)“. მისი კვლევის სფეროა – ანტიკური ხანის ტერაკოტული ფიგურები, ატიკური მოხატული კერამიკა, ბერძნული ეპიგრაფიკა, ანტიკური და ბიზანტიური ხანის ნუმიზმატიკა. 1998 წლიდან მონაწილეობს არქეოლოგიურ ექსპედიციებში. არის ოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მონოგრაფიების: „პონტოელი ბერძნები აჭარაში – წარსული და თანამედროვეობა“ (თანაავტორი), „ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცული მონეტების კატალოგი“ (თანაავტორი).