მერაბ ხალვაში
მერაბ ხალვაში (05.09.1972), ქართველი არქეოლოგი, ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი (2001 წ.)
1996 წლიდან მუშაობს ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში (ამჟამად სსიპ აჭარის მუზეუმის ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიურ მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლი, დირექტორის მოადგილის, დირექტორის პოზიციებზე; პარალელურად ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლად; 2000 წლიდან მუშაობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე, 2022 წლიდან პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზეა; 2016-2025 წწ. უკავია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია) ქართულ და უცხოურ ენებზე. მონაწილეობდა ფიჭვნარის, გონიო-აფსაროსის, ციხისძირის, ჩაქვის ჩაისუბანის, ზენდიდის, კოლოტაურის და სხვა არქეოლოგიურ ექსპედიციებში. 2024 წლიდან გონიო-აფსაროსის მუდმივმოქმედი საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელია.