Ajara Archaeological Sites

გიორგი ბალანჩივაძე




გიორგი ბალანჩივაძე (1959–2009) განათლებით აგრონომი, ფოტოგრაფიით გატაცებული ადრეული ახალგაზრდობიდანვე იყო. შავ-თეთრი ფოტოგრაფიის ეპოქაში ბათუმელების პორტრეტები და ბათუმის ლანდშაფტები გახდა მისი პირველი ინსპირაცია. 90-იანების მიწურულს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის (დღეს სსიპ აჭარის მუზეუმის ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი) გუნდს შეუერთდა ფოტოგრაფად. მონაწილეობდა ამირან კახიძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ექსპედიციებში და გადაიღო გონიო-აფსაროსის ციხის, ფიჭვნარის ნაქალაქარის, ზენდიდის ბეჟანიძეების საგვარეულო ციხის და სხვა ძეგლების გათხრების პროცესი და აღმოჩენები.