ასლან ინაიშვილი
ასლან ინაიშვილი (1921-1977 წწ), ისტორიკოსი, არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1954 წ.)
1958 წლიდან გარდაცვალებამდე ასლან ინაიშვილი ხელმძღვანელობდა ახლადდაარსებულ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. მისი ხელმძღვანელობით ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი იქცა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს წარსულის, მისი ეკონომიკის, ყოფისა და კულტურის შესწავლის მნიშვნელოვან ცენტრად. 1960 წლიდან ა.ინაიშვილი ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ნამოსახლარებისა და ნაქალაქარების, აგრეთვე, რკინის მეტალურგიის ძველკოლხური კერების არქეოლოგიურ შესწავლაში. მის სახელს უკავშირდება ქობულეთის, ხუცუბნისა და ჯიხანჯურის ნეოლითური სადგომების მიგნება და მათი შესწავლის ორგანიზაცია.