აჭარის არქეოლოგიური ძეგლები

ავთანდილ იოსელიანი

ავთანდილ იოსელიანი (21.11.1910-1991), ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1941 წ), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1960)

1937 წ მუშაობდა ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში. 1961-1965 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საბჭოთა პერიოდის განყოფილებას. 1965 წლიდან მუშაობას იწყებს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მუშაკად. მუშაობდა ისტორიის მუზეუმში. იკვლევდა ძველი კოლხეთის, XVII-XIX სს საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ ისტორიას, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს. გამოქვეყნებული აქვს 150-მდე მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის 15 წიგნი და მონოგრაფია.