ირაკლი ჩავლეიშვილი
ირაკლი ჩავლეიშვილი (06.06.1957), ისტორიკოსი, არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (02.06.1999). 1987 წლიდან მუშობს საქართველოს მეცნერებათა აკადემიის ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილებაში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. 1989-2004 წწ – საქართველოს კულტურული მეკვიდრეობის სააგენტოს პეტრა-ციხისძირის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორად. 2020-2024 წწ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი და განათლების, მეცნიერებისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 2024 წლიდან სსიპ აჭარის მუზეუმის – ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი.
სამეცნიერო ინტერესების სფერო: არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ძველი მსოფლიოს ისტორია.
1975 წ. ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი. 1980-1981 წწ კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი. 1991-2004 წწ პეტრა-ციხისძირის ექსპედიციის ხელმძღვანელი. 1976-2010 წწ ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი. 2000-2011 წწ ქობულეთი-ფიჭვნარის საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის რაზმის ხელმძღვანელი.