ამირან კახიძე
ამირან კახიძე (08/06/1935-11/11/2023) – ქართველი არქეოლოგი, ბსუ პროფესორი ემერიტუსი. ღირსების ორდენოსანი. მისი სამეცნიერო კვლევის მთავარ ობიექტს წარმოადგენს ფიჭვნარის ნაქალაქარი, რომელსაც მიუძღვნა მონოგრაფიების ციკლი: ფიჭვნარი I – „კოლხები და ბერძნები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში“ (2004 წ. თანაავტორი მ. ვიკერსი), ფიჭვნარი II – „ანტიკური სამყარო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში“ (2007 წ.), ფიჭვნარი III – „ელინიზმი და კოლხეთი, სამარხთა ტიპები და დაკრძალვის წესები ელინისტური ხანის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში“ (2010 წ. თანაავტორი ნ. ვაშაკიძე), ფიჭვნარი IV – „მინის ნაწარმი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთიდან“ (2009 წ. თანაავტორი თ. შალიკაძე), ფიჭვნარი V – „აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბერძნული კოლონიზაციის შედეგები (ფიჭვნარის ძვ. წ. IV ს ბერძნული ნეკროპოლისი)“ (2014 წ. თანაავტორი ე. კახიძე), ფიჭვნარი VI – „საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია (2003-2007 წწ) (2014 წ. თანაავტორი მ. ვიკერსი), ფიჭვნარი VII – „ფიჭვნარის ძვ. წ. V ს კოლხური სამაროვანი“ (2015 წ.), ფიჭვნარი VIII (2023 წ. მეცნიერთა ჯგუფი). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მუშაობისას მონაწილეობდა მრავალ არქეოლოგიურ ექსპედიციაში და იკვლევდა არქეოლოგიური ძეგლებს (ლეღვა-ჯიხანჯური, ბათუმისციხე, ხიხაძირი, თხილვანა, ვანაძეები, ჩაქვისწყლის ხეობა, პეტრა-ციხისძირი, კვაშტა, გონიო აფსაროსი და სხვა). ბოლო წლებში მუშაობდა ბრინჯაოსა და რკინის ხანის მეტალურგიის საკითხებზე. აღსანიშნავია მის მიერ აღმოჩენილი ფერადი ლითონების მიღების უძველესი ტექნოლოგია, ჰიდრომეტალურგია, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის სიახლეა.
ამირან კახიძის ინიციატივით 1994 წელს დაარსდა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ატარებს მის სახელს.